02/11/23505 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

აშშ რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის 230 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებენ.
კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტქნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორიტრებას ახდენდა, მათ შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა.
გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.
აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი.
ცალკე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 100 სანქცია შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული და საშემოსავლო, მეტალურგიული და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების წინააღმდეგ. ასევე, იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერაში მონაწილეობენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA