ბორელი - "მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს"
"მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს.
"რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია - 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.
მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.
ჩვენი დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა", - დაწერა ბორელმა.