01/11/23483 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სამხრეთ კორეის დაზვერვა: ჩრდ. კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა უკრაინის ომში გამოსაყენებლად

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა უკრაინაში გამოსაყენებლად, ხოლო ფხენიანმა მოსკოვისგან მიიღო რჩევა სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით - წერს გამოცემა AFP.
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (NIS) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა აგვისტოს შემდეგ რუსეთს იარაღი მინიმუმ 10-ჯერ გაუგზავნა. 
"NIS-მა აღმოაჩინა, რომ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი იყო გადატანილი. ანალიზის მიხედვით, ეს საკმარისი იქნება უკრაინაში რუსეთის ომის დაახლოებით ორი თვის განმავლობაში" - განუცხადა კორეის ეროვნული ასამბლეის წევრმა იო სანგ-ბუმმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა რუსეთის რეჟიმს შეიარაღება გაუგზავნა, რამდენიმე კვირის წინ, თეთრმა სახლმაც გაავრცელა. ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.
თეთრი სახლი აცხადებდა, რომ 7 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, იქიდან კი ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში.
თეთრმა სახლმა ფაქტის დამადასტურებელი სატელიტური ფოტოებიც გამოაქვეყნა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY