აშშ-ის გამანადგურებლებმა ბაიდენის რეზიდენციის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვილმინგტონის რეზიდენციის ჩრდილოეთით, შეერთებული შტატების მოიერიშე თვითმფრინავებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს - გამოცემა Politico აშშ-ის საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსზე დაყრდნობით ამბობს, რომ აკრძალულ საჰაერო ზონაში სამოქალაქო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 14:00 საათის შემდეგ შევიდა.
ენტონი გუგლიელმი ამბობს, რომ მოიერიშეების მიერ გზის გადაჭრის შემდეგ, თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
ენტონი გუგლიელმი ამბობს, რომ მოიერიშეების მიერ გზის გადაჭრის შემდეგ, თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
"ამ ინციდენტს დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტები ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გამოძიებას აწარმოებენ", - თქვა გუგლიელმიმ.