27/10/23285 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ელექტრონული საარჩევნო სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, მივაღწიოთ, რომ EU-მ მოახდინოს მონიტორინგი | მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მომავალი არჩევნები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მისი განცხადებით, ასეთივე გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა.
ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
"მე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას. შემდეგი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, 1990 წლის შემდეგ, 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები, მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო მოვიდა სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთივე გამოწვევების წინაშე ვართ დღეს ჩვენ და ეს სასამართლოც, ჩემი პატიმრობაც, ბევრი სხვა, უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ უკან დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში, ისინი აპირებენ, რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა და ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, როცა ჩვენ ვიმოქმედებთ ერთობლივად კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ელექტრონული საარჩევნო სისტემა ოპოზიციის ერთობლივი ქმედებებით უნდა შეიცვალოს და ევროკავშირმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს არჩევნებსა და ხმების დათვლას. მისი თქმით, სისტემა თავიდან ბოლომდე გაყალბებაზეა აგებული. 
"ამ სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, რომ დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები პოლიტიკაში ვინც არის, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით და მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, მოახდინოს ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას "მათ წინასწარ აქვთ გაყალბებული არჩევნები, მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ". 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA