24/10/23316 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში - ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის, რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის

მიმდინარე წელს, საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციას ყველაზე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მათ შორის, ერთ-ერთი ამ ფორმატის დამსახურებაა, ეს ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) სესიაზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე.
მისი თქმით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიის მონაწილე ქვეყნები იხრებიან იმისკენ, რომ მხარი დაუჭირონ იძულებულ გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუციას.
,,ერთი მხრივ, მინდა კოლეგებს მადლობა გადავუხადო და მეორე მხრივ, მოვუწოდო, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელონ. ამას გარდა, საუბარი მექნება იმ გამოწვევებზე, რაც დღევანდელ სამყაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ოკუპაცია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რუსეთმა მუდმივი დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის, როცა რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით, შეუძლია ინსპირირება გაუკეთოს სხვადასხვა სახის დაძაბულობას ქვეყანასა და რეგიონში. ასევე, საუბარი მექნება იმ
შიდა გამოწვევებზე, რაც ბევრ ქვეყანას გააჩნია - ეს არის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც გარე და შიდა ფაქტორებით არის განპირობებული. ვისაუბრებ, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტებზე. პარლამენტი, რაც უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება, უფრო მეტად შეეძლება დეზინფორმაციას გაუმკლავდეს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY