23/10/23202 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მედია - ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, ღაზაში სახმელეთო შეჭრა გადადოს

ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, გადადოს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრა, რათა მოიგოს დრო „ჰამასის“ მიერ დაკავებული 212 მძევლის გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევის საშუალება შექმნას, - ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსაც ასევე მეტი დრო სჭირდება, რათა მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და დასძენს, რომ ასეთი თავდასხმები სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც ისრაელი შეჭრას დაიწყებს.
ამასთან, New York Times-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოთხოვნას არ უყენებს, კვლავ მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“.
გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-მა ისრაელს რჩევა თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საშუალებით გადასცა, რომელსაც თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.