11/10/23577 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს" - ანატოლი ბიბილოვი "ოცნებას" აქებს

"საქართველო დღეს შედარებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა ექს-პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. 
"საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთს არ თვლის მეგობარ ქვეყნად, არამედ მიიჩნევს მას, ვთქვათ, პარტნიორად. ამასთან, ოფიციალურად, იგივე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უარს არ ამბობს თავის პრეტენზიებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა კარგად იცის, რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან. მეჩვენება, რომ ის უკვე შეეგუა გარდაუვალს, მაგრამ ჯერჯერობით არავის აქვს პოლიტიკური ნება საჯაროდ აღიაროს ეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის კარიერის დასასრული იქნებოდა. ასეთი ადამიანი მაშინვე გახდება ქართველი ხალხის მტერი. ქართველებს ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მათ არასოდეს დაუბრუნდებიან, მაგრამ მათ ეს მაინც გულწრფელად სურთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.
ბიბილოვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა "დაეთანხმოს ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ხელი მოაწეროს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ" და ასევე "აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი".
"ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის რიტორიკა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც თავად აფხაზები და ოსები დაბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ ეს ფუნდამენტურად ტყუილია! რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება", - აღნიშნა ბიბილოვმა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს მიერ ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნაზე რუსეთის წინააღმდეგ.
"ეს იქნება "მეორე ფრონტი" რუსეთისთვის, მაგრამ თავად საქართველოსთვის? ერთი ფრონტი სამხრეთ ოსეთია, მეორე – აფხაზეთი, მესამე – რუსეთი. აქ ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც კი ვერ დაგეხმარებიან. მეტიც, საქართველოს ტერიტორია მასშტაბით შორს არის უკრაინის ტერიტორიისგან", - განაცხადა ბიბილოვმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY