10/10/23285 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე სრული კონტროლი სჭირდება, ვენეციის კომისიას კიდევ უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ - მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება

„ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე სრული კონტროლი სჭირდება, ვენეციის კომისიას კიდევ უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ - მათი და "ქართული ოცნების" ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციებს შეასრულებს, რადგან ეს მათ ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ „ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებებით მართავს ქვეყანას, სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის ქვეყნის სამართავად აუცილებელია. ვენეციის კომისიას კიდევ, უნდა, რომ ჩვენ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების" ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომაც ხედავთ ამ განსხვავებებს რიტორიკაში და პოზიციებში, რასაც ხედავთ. მე მგონი, გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ ველოდებოდე რეფორმირებას ისე, რომ თვითონ დაკარგონ ძალაუფლება, რომლისთვისაც ყველაფერზე წავიდნენ, მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია შერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში ამისთვის.
როცა ბატონი ბორელი იყო აქ ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა "ქართული ოცნების" რეალური არსი და ბუნება, მათი ხასიათი და ის, რომ ისინი არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, რომ ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა ეს პუნქტები, რომ სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA