09/10/23343 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სათხის მონასტერი საფრთხეშია, დაუყოვნებლივ გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები - საყდრისის კომიტეტი წულუკიანს

"საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" აქტივისტები კულტურის მინისტრსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ გაგრძელდეს სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.
მათი შეფასებით, VIII-XI საუკუნეების მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც, კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს. 
"სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია!
სათხის მონასტერი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი) გამორჩეულია თავისი უნიკალური ჩუქურთმებით, შთამბეჭდავი ქვის დეკორით, კედლის მხატვრობით (რომელიც, ფაქტობრივად, აღარ იკითხება) და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურის ფონდში ირიცხება.
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები მივმართავთ საქართველოს კულტურის მინისტრს - ქ-ნ თეა წულუკიანს და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს - ბ-ნ ნიკოლოზ აზნაურაშვილს
სათხის მონასტრის (VIII-XI სს.) ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით ძეგლზე 2018 წ. გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა. ამ პერიოდში, ტაძარზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა მიწისგან და ხე-მცენარეებისგან.
2019 წ. გამაგრდა მონასტრის საძირკველი. პროცესში პირადად იყო ჩართული იტალიელი რესტავრატორი, „იკრომის“ (ICCROM - The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) მიერ აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი - სტეფანო ვოლტა.
2020 წელს განხორციელდა კედლების გადაწყობა და კონქის გამაგრება-შენარჩუნება.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არასაკმარისია იმისთვის, რომ ძეგლი გადარჩეს. სათხის მონასტრის სრულ აღდგენამდე ჯერ კიდევ ბევრი სარესტავრაციო ეტაპია დარჩენილი.
სამწუხაროდ, მიუხედავად აქტივისტების არაერთი მცდელობისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს, არადა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც. კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს.
ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების გარეშე, ძეგლის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ მოხერხდება გახშირებული მიწისძვრებისა და ბუნებრივი ნალექის გამო, რომელიც უფრო და უფრო ამძიმებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.
სათხის მონასტრის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ
სათხის მონასტერი უნიკალურია თავისი აღმოჩენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 2018 წელს, აღმოჩენილი იქნა სათხის მონასტრის კანკელის ფრაგმენტი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა კანკელის დამზადების თარიღზე. ახალი აღმოჩენის თანახმად, სათხის მონასტრის მთავარი სამკაული - ჩუქურთმიანი კანკელი - 1171 წელს შეიქმნა. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი ისტორიული გადატრიალება მოახდინა - არათუ დაზუსტდა უშუალოდ კანკელის შექმნის თარიღი, არამედ მსგავსი კანკელების შექმნის თარიღებიც შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ კანკელი, მრავალი წლის წინ, სათხის მონასტრიდან თავად ექვთიმე თაყაიშვილმა კაზრეთის ტყიდან ურმით წამოიღო თბილისში და მისი დაცვის მიზნით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, რის შემდეგაც იგი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. სათხის კანკელი ჩვენამდე მოღწეული თითქმის ერთადერთი ძეგლია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კანკელების შემკულობასა და ფორმებზე.
სათხის მონასტრის ეზოში, ასევე, აღმოჩენილია XVII საუკუნით დათარიღებული რამდენიმე სამარხი.
აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სათხის ტაძრის კედლის ორნამენტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ლოგოზეა გამოსახული, ამჟამად განადგურების პირასაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და უახლოეს მომავალში მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა განახლდეს მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები," - ნათქვამია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA