05/10/23499 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება - აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს

ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება - აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს,- ამის შესახებ პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.
უგულავას თქმით, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას და ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია.
„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება. აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.
ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად. ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია. საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში“ - გვამცნო თავის დროზე ბიძინამ. ივანიშვილმა ყველაზე საზიზღარი, რაც ქართველ ხალხს დამართა ისაა, რომ მთელი ქვეყანა ნაცარქექიად აქცია“, - წერს უგულავა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.
„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.