04/10/23488 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე მინისტრს - მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან 100 000 მოქალაქე წავიდა, ეკონომიკა ორნიშნად გაიზარდაო, ასე გაიზარდა, ისე გაიზარდაო, ვისთვის გაიზარდა? - რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად

რაღაც ციფრებს, პროცენტებს, რომ იძახდით უმუშევრობაზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად, ეს ჩვენთვის მიუღებელია, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას ვიცე პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს.
ვაშაძემ მინისტრს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები წარუდგინა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.
„რა არის დღეს, საქართველოში ნომერ პირველი ეკონომიკური პრობლემა? - უმუშევრობა. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრისგან სწორედ უმუშევრობასთან დაკავშირებით პასუხები გვჭირდება. ხელში სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს, 2022 წელს 249 000 ადამიანი იყო უმუშევარი, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 266 000 ადამიანი, ანუ დაახლოებით, 20 000-ით უმუშევართა რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. თვითდასაქმებული 410 000 ადამიანი გვყავს, რომელთაც დასაქმებულებში ითვლით, მათი შიდა მეურნეობაში გამომუშავება 156 ლარია. 156 ლარი წარმოგიდგენიათ რომ ნორმალური ანაზღაურებაა, ან შემოსავალია? მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან 100 000 ჩვენი მოქალაქე წავიდა, შობადობა, რაც პირდაპირ ეკონომიკასთანაა დაკავშირებული - კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, 2019 წლის შემდეგ ყოველწლიური შობადობა 7 000-ით შემცირებულია. შესაბამისად, კითხვა ძალიან კონკრეტული მაქვს, ორნიშნად გაიზარდაო, ასე გაიზარდაო, ისე გაიზარდაო, ვისთვის გაიზარდა? სად არის სარგებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს? რაღაც ციფრებს რომ იძახდით, პროცენტებს უმუშევრობაზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თუ ითვლით, უკაცრავად, ეს ჩვენთვის მიუღებელია. გეუბნებით თქვენსავე ციფრებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,