02/10/23559 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხელისუფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ... ყველა ამგვარი "მაინც დავიმსახურეთ" ტირადები მაინც გულმხურვალე სადღეგრძელოებამდე დადის - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლების ამოცანაა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. მისი თქმით, თუ სტატუსი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველომ მაინც მიიღო, ხელისუფლება დადგება მოცემულობის წინაშე, რომ ეს გაყიდოს, როგორც საკუთარი წარმატება.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება "ევროპა უსამართლოდ მოგვექცა" და "ევროპამ მიგვატოვა".
"ხელისუფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ. შიდაპოლიტიკურად მას ეს არ აწყობს, მაგრამ ეს საგარეო პოლიტიკის საკითხია და როგორც ყველა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება მოსკოვში.
თუ სტატუსი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში საქართველომ მაინც მიიღო, ხელისუფლება დადგება მოცემულობის წინაშე, რომ ეს ფაქტი პროპაგანდის მეშვეობით გაყიდოს, როგორც საკუთარი წარმატება.
თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ხელისუფლების პროპაგანდა იქნება "ევროპა უსამართლოდ მოგვექცა" და "ევროპამ მიგვატოვა".
(ამ ორი პროპაგანდისტული ნარატივიდან რომელი უფრო მარტივად მიაღწევს წარმატებას, თქვენ გადაწყვიტეთ. "ორივე" - არასწორი პასუხია )
სტატუსის შემაკავებელი ეფექტი დემოკრატიის ნგრევის, სახელმწიფოს მიტაცების, რუსეთისკენ გეოპოლიტიკური სვლის და სხვა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, რუსული ავტორიტარიზმის პირობებში უკიდურესად დაბალია, თუ საერთოდ, არსებობს.
ასე გამოიყურება საკითხი, თუ მას რაციონალურად და ლოგიკურად მივუდგებით. ემოციური მიმართებების ნამდვილად მესმის: მეც მიჭირს ამისგან სრულად დაცლა ამ საკითხს როცა ეხება საქმე. მესმის, მაგრამ არ ვიზიარებ. ყველა ამგვარი "მაინც დავიმსახურეთ" ტირადები მაინც გულმხურვალე (და არა ფარისევლურ) სადღეგრძელოებამდე დადის", - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY