02/10/23385 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში - ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია

არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ის განცხადება შემაშფოთებელია.
„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება ქვეყანაში არეულობა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას ამის თაობაზე ვაცნობეთ და გავამხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ და ანტიეროვნულ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა არის უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოდიან, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ალბათ, ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, ანალიზს ვერ უკეთებენ. უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან ჩარჩენილი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხართ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი“, - განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York