29/09/23263 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა გიგაური - ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს - ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ

ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს - ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.
„რუსეთისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობენ, სასათბურე პირობებია. რუსეთს ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად განიხილავს როგორც პარტნიორს და არა როგორც, სულ ცოტა, პრობლემატურ მეზობელს, გარდა იმისა, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია. საუბარია პოლიტიკური ნების არარსებობაზე და იმაზე, რომ ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს. უახლეს ისტორიაშიც კი გვქონია გამოცდილება, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლის გატანასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს, რომ რუსეთმა ბაზარი დაგვიხუროს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს სპეციალურად, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა პრობლემები ნახონ.
რომ დავუშვათ, რომ ანალიტიკური შესაძლებლობები არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, შევხედოთ საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს - როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინვე დაიწყეს ყველაფრის გაკეთება, რათა მათი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები შეწყვეტილიყო და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირებულიყო. ამას მაინც ხომ შეიძლება შეხედონ? მაგრამ ამას არ აკეთებენ. ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ. სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, რუსეთზე დამოკიდებულება შევამციროთ, რაც შესაძლოა, რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდეს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილებები სასწრაფოდ იყოს მიღებული“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY