28/09/23656 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო

რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა „ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევას, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.
მისი თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „მთავარი იარაღი „ეფესბეს“ აგენტების წინააღმდეგ“.
"ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი “ეფესბეს” აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება.
ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63 % ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37 % - შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15 % არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო”, - წერს ხაბეიშვილი “ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA