28/09/23405 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს

შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდგომმა პერიოდმა ერთი რაღაც დაგვანახა - ამ გადაწყვეტილებამ ერთადერთი, რაც გამოიწვია არის ის, რომ ეს გახდა იარაღი ოპოზიციის ხელში იმისთვის, რომ რადიკალიზმი გაეღვივებინა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში.
,,სწორედ, ის არის ყველაზე სამწუხარო შედეგი, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს. ამ წელიწადნახევარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებისას საქართველო ობიექტურად ლიდერია და ამას ადასტურებს არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველო სტაბილურად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგები, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება თუ სხვა რეიტინგები. თავად ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. სწორედ ის არის მთავარი, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა. ის ინსტიტუციები სწორედ ქართველმა ხალხმა ააშენა, რომელიც ასე შექებულია სხვადასხვა რეიტინგებსა და შეფასებებში. ეს დაფასებულია ევროკავშირის მიერ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA