26/09/23558 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამია პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ლიეტუვადან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერს ვიდეოს აქვეყნებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.
ნიკა გვარამიას თქმით, განაჩენი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ლაზარეს გამოუტანა, კავშირშია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ბრალდებასთან, რადგან ამ საქმეზე გრიგორიადისს ბრალს ვერ უმტკიცებენ.
"ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის ნამდვილად პირადი ტყვე რეჟიმის. მას მიუსაჯეს წელიწადნახევარი სრული სისულელისთვის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მასსა და მამამისს შორის შელაპარაკებას. მისაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსურდული მოლოტოვის კოქტეილის საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვთ და იმისთვის რომ მას გასდიოდა პატიმრობის ვადა და იძულებულნი იყვნენ, რომ გაეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად, ვითომ დაამთავრეს და ამ მეორე საქმის გამო მიუსაჯეს წელიწადნახევარი
მე ვარ ლაზარე,
შენ ხარ ლაზარე, 
ყველანი ვართ ლაზარეები და ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს.
გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ვნახოთ, თუ ვათავისუფლებთ ადამიანს ვინც ტყვეობაში იმყოფება, მაშინ ვიმსეჯლოთ ამაზე. თუ ვერ ვათავისუფლებთ, არ ვათავისუფლებთ და ეს არ გვაინტერესებს, სოციოლოგია არ არის პასუხი იმაზე, გვეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. არც ჩვენი ისტორია და არც ციტატები "ვეფხისტყაოსნიდან";
ამას პირველ რიგში ვეუბნები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამ საღამოს ჩამოდის ვილნიუსში და რომლის მთავარი საქმე, გარდა მოყოლისა ყველასთვის, როგორ ეკუთვნის ქართველ ხალხს სტატუსი, არის ზუსტადაც რომ ასეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების შეწყალება და საქმით იმის დამტკიცება, რომ საქართველოში თავისუფლება პატივცემულია ვინმეს მიერ მაინც და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც უნდა მივიღოთ სტატუსი.
ეს და არა აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან და არა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციიდან ამონარიდები და არა სოციოლოგიური კვლევების შინაარსი. ზუსტად თავისუფლების პატივისცემა, თავისუფლებისთვის ბრძოლა და ევროპული ღირებულებების ერთგულება არის ის, რის გამოც შეიძლება ან ვიმსახურებდეთ ამ სტატუსს, ან არ ვიმსახურებდეთ. მზა პასუხი ამაზე, როგორიც ჰგონია ზოგიერთებს, რომ არსებობს, კი, რა თქმა უნდა ვიმსახურებთ, არ არსებობს ესეთი მზა პასუხი. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ და დავამტკიცოთ ამ წუთში და აქ, მათ შორის და პირველ რიგში ლაზარეს გამოხსნის საქმით. 
წარმატებები ყველას ლაზარეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
მე ვარ ლაზარე, 
შენ ხარ ლაზარე, 
ყველანი ვართ ლაზარეები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის და რაც მთავარია, ვიბრძვით თავისუფლებისთვს " ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს გუშინ, 25 სექტემბერს  ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY