24/09/23416 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მელიას, დოლიძისა და კუპრავას სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება იქნება ახალი პოლიტპატიმრები ქვეყანაში და ევროსტატუსის მინიჭების საკითხს საბოლოოდ ჩაკლავს - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია გლდანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ "სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული."
მისი თქმით, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება იქნება ახალი პოლიტპატიმრები ქვეყანაში და ევროსტატუსის მინიჭების საკითხს საბოლოოდ ჩაკლავს.
"უნდა გვახსოვდეს, რომ Irakli Edzgveradzeს და მის მეგობრებს თავს დაესხნენ კრიმინალები გლდანში და რკინის განტელები ურტყეს თავში. ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთამდე მძიმეა. სპეცოპერაცია ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი პოლიტიკოსია დაკავებული Nika Melia Bacho Dolidze Zviad Kuprava, რომელთაგან პირველი გავლენიანი პოლიტიკური ლიდერია და თან იმყოფება ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს ქვეშ. ამ ხალხის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება იქნება ახალი პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში და, განსაკუთრებით, ევროსტატუსის მინიჭების საკითხს საბოლოოდ ჩაკლავს. აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად სტატუსზე უარი უნდათ ქოცებს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამიტომაც, დაკავებულები, განსაკუთრებით კი ნიკა, პოლიტპატიმრობის მაღალი რისკის ქვეშაა.
ესენი უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით, "სტატუსი მაინც გვეკუთვნის საზოგადოებას", რომელსაც რატომღაც დიდ აქტიურობას ვერ ვატყობ ჯერ, არა მელიას, არამედ სტატუსის დასაცავად. ამ წუთში კი ეს ერთი და იგივეა," - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA