23/09/23726 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეტევა ზაპოროჟიეს, მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე - უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემები ფრონტის ხაზიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ზაპოროჟიეს ოლქის ვერვოვოის რაიონში, ათავისუფლებენ ოკუპირებულ პოზიციებს და იცავენ თავს ოკუპირებულ საზღვრებზე.
გენშტაბის ცნობითვე, დღის განმავლობაში 15 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ფედერაციამ დაარტყა უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის კამიკაძე-დრონებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 „შაჰედიდან“ 14 გაანადგურეს.
მტერმა 5 სარაკეტო და 44 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 22 ზალპური რაკეტა გაისროლა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტებისკენ. შედეგად, არის მსხვერპლი და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - აცხადებს გენშტაბი.
მათივე ცნობით, კვლავ რთულია ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
"ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშეევკას რაიონში, მაგრამ უშედეგოდ. საჰაერო დარტყმა განახორციელეს დასახლების მიდამოებში. საარტილერიო და ნაღმტყორცნებიდან 15-ზე მეტი დასახლება დაიბომბა, კერძოდ, დონეცკის ოლქის დასახლებები ვასიუკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ბოგდანოვკა, კლიშჩევკა, ბელაია გორა და ნიუ-იორკი" [დაბა უკრაინაში, დონეცკის ოლქში] აღნიშნავს გენშტაბი.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ