23/09/23617 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ოცნების" მხრიდან ეს სამყარო სრულად რეაბილიტირებულია - ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ოცნების" მხრიდან  ეს სამყარო სრულად რეაბილიტირებულია - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე გუშინ, გლდანში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 22 სექტემბერს მომხდარი თავდასხმა ნათელი მაგალითია, რომ ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად მუშაობს მოქალაქეების წინააღმდეგ.
"დიდი ბრძოლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად, შეძლო რომ ქვეყანაში სრულად აღმოეფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ქართული ოცნების" მხრიდან სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო, ეს ადამიანები და ყველაზე დრამატული და მტკივნეული რაც არის, ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად, სინქრონში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას აკეთებს "ქართული ოცნება", ეს არის ის, რასაც ჩვენ გუშინ ვხედავდით." თქვა სოფო ჯაფარიძემ დიღმის პოლიციის სამმართველოსთან 
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.
თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.  ისინი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გარდა ამისა, პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY