21/09/23559 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი შაშკინი - ერთი ფარცხალაძის გამო ორი ინსტიტუცია დაეცა, ეროვნული ბანკი და დაზვერვა, პარტნიორების ნდობა „პლინტუსის“ ქვემოთაა - თუ ივანიშვილი ვერ მიხვდება, რას ეუბნება დასავლეთი, ბუნებრივია, ისიც დასანქცირდება

ერთი ფარცხალაძის გამო დაეცა ორი ინსტიტუცია: ეროვნული ბანკი და დაზვერვა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული მეორე „მესიჯი“ იყო დასავლეთის მხრიდან.
„ფარცხალაძის დასანქცირება იყო მეორე „მესიჯი“, გადაცემული ბიძინა ივანიშვილისთვის. პირველი „მესიჯი“ იყო მოსამართლეების დასანქცირება, ახლა არის ფარცხალაძის დასანქცირება. მესამე იქნება უშუალოდ მისი სანათესავო წრიდან, მისი ოჯახიდან ადამიანების დასანქცირება. თუკი ის ვერ მიხვდება, რას ეუბნება დასავლეთი, შემდეგ, ბუნებრივია, დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილიც. ეს არავის არ უხარია, რადგან ძალიან ცუდად უტრიალდება საქართველოს.
ხომ ნახეთ, ერთი ფარცხალაძის გამო დაეცა ორი ინსტიტუცია. პირველი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გავზარდეთ ეს ინსტიტუცია. გიორგი ქადაგიძე ბრწყინვალედ ასრულებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობებს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. დაეცა ეს ინსტიტუტი. მეორე არის დაზვერვა. სადაზვერვო ინსტიტუტიც დაეცა. არანაირი ნდობა დასავლელი პარტნიორების საქართველოს მიმართ დაზვერვის კუთხით არ იქნება და „პლინტუსის“ ქვემოთაა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინის თქმით, ეროვნული ბანკის იმიჯი განადგურებულია.
„თურნავამ თავისი გადაწყვეტილებით ჩაიდინა დანაშაული არა მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ. რამდენად გაუფასურდა ლარი ერთ ღამეში? ეს ხომ ჩვენი გადასახდელია. ფარცხალაძის გადარჩენაზე გადახდა დაეკისრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა კრედიტებს იხდის და ასეთია აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსი. ასეთი დარტყმა მიიღო ეროვნულმა ბანკმა და ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება. საბანკო სისტემა დგას ეროვნულ ბანკზე, ეროვნული ბანკის იმიჯი არის განადგურებული“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ