17/09/23363 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადება - ვინ განიხილავს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში

"ქართული ოცნების" ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებისთვის ემზადება და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის "დარღვევის" ოფიციალურად გაფორმებას საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით გეგმავს. 
ყოფილი მოსამართლეებს და იურისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ, რადგან კოლეგია რომელმაც პრეზიდენტის მიერ სავარაუდო კანონდარღვევა უნდა განიხილოს მიკერძოებულია და ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.
პლენუმის შემადგენლობაში ერთ-ერთია საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა და ევა გოცირიძე. 
"ძნელად დასაჯერებელია, რომ ისინი იქნებიან ობიექტურები, რეალურად "ქართული ოცნების" პირობებში არ მუშაობს არცერთი სისტემა და განსაკუთრებით სასამართლო სისტემაზე წლებია ვსაუბრობთ. გამონაკლისი არც საკონსტიტუციო სასამართლო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში ის არის, რომ სასამართლო სისტემის განცდა არ არსებობს და არავის აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. პიროვნულად თითქმის ყველას ვიცნობ არაფერს არ ვერჩი, მაგრამ როგორ შეიძლება ზოგადად  რამდენიმეზე თქვა, დამოუკიდებელი იქნება ევა გოცირიძე, თუნდაც ტურავა, ვერაფრით ვერ დავიჯერებ შემთხვევით თუ გამოუვა თორემ, ეს ადამიანები იქნებიან მიკერძოებული," - ამბობს თბილის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 1-თვიანი ვადა აქვს. სწორედ ერთ თვეში უნდა გადაწყდეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY