17/09/23298 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - უკვე აღარც კი კადრულობენ სხვა მოკვდავ ადამიანებთან ერთად ფრენას - მმართველობის მე-11 წელს „ქართული ოცნება“ პირდაპირ მხილებულია ოლიგარქიაში

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ოლიგარქია დაამკვიდრა. მისივე თქმით, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებენ.
„გუშინ „ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში“ ვიხილეთ პირდაპირი მტკიცებულება მმართველობის ფორმის, რომელიც დღეს ქვეყანაშია დამყარებული. ამჯერად, კალაძე, როგორ იყენებს პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს. ისინი უკვე აღარც კი კადრულობენ სხვა მოკვდავ ადამიანებთან ერთად ფრენას. საყიდლებზე, დასასვენებლად, სახელმწიფო ხარჯებით დადიან. ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში შექმნა. კალაძე, ღარიბაშვილი პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებენ. ხალხი ღარიბია და უმძიმეს ვითარებაშია. მმართველობის მე-11 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დაამკვიდრა ოლიგარქია.
ამ ორი კვირის განმავლობაში ნოდარ მელაძის გამოშვებაში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ ოლიგარქიის. სწორედ, ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლებაზე გველაპარაკება ევროკავშირი, თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ელიტა ზემდიდარი, ფუფუნებაში მცხოვრები ხალხის ხარჯზე, პირადი ინტერესებისთვის სახელმწიფო საკუთრებას იყენებს. მეორე მხრივ, ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია. 300 ლარს ადამიანებს უგდებენ, რომ ჩუმად იყავი - ჩემი დავალებები შეასრულე 300 ლარად. თვითონ მილიონებს ხარჯავენ საკუთარი ფუფუნებისთვის და ქვეყანას ძარცვავენ. „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-11 წელს პირდაპირ მხილებულია ოლიგარქიაში, რუსული ინტერესების გატარებაში - სწორედ, ფარცხალაძე ამ ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილია, რომელიც რუსულ, ჯაშუშურ საქმიანობას ქვეყანაში ეწევა, ასევე, მხილებულია ქვეყნის და ხალხის გაღარიბებაში. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს. ისეთი თავხედები არიან, რომ პასუხის ღირსადაც კი არ თვლიან ჟურნალისტებს, საზოგადოებას.
მინდა ჩვენს თანამემამულეებს, მოქალაქეებს მივმართო, მეგობრებო, თუ თქვენ კიდევ მხარს უჭერთ „ქართულ ოცნებას“ იცოდეთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ ოლიგარქიულ რეჟიმს, ქვეყნის ძარცვას, მათ გამდიდრებას და თქვენს გაღარიბებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA