05/09/23720 ნახვა წყარო: Radiotavisufleba.geფოტო: Radiotavisufleba.ge

"ნაცების ტელევიზია აღარ ვართ" - გიორგი გაბუნია "მთავარ არხზე"

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“
„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“.
გაბუნიამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი შუადღე“ განაცხადა, რომ ტელევიზიაში ტაშით შეხვდნენ ინფორმაციას ცვლილების შესახებ და რომ ვალდებული აღარ არიან ვინმეს მითითებები გაითვალისწინონ. მისი სიტყვებით თანამშრომლები გრძნობენ ყველაზე მეტად იმ სიმძიმეს „როცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ“.
გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზეც პარტიის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს, ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის და თქვა, რომ ორივე მათგანს დაკარგული აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა.
„მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, თავიანთი ადგილი სად არის“. - თქვა გაბუნიამ.
"მთავარ არხი", ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. გვარამიას დაკავების შემდეგ გიორგი გაბუნია არხის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. "მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა, ის 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას აღარ დაბრუნებია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY