02/09/23679 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის არმიამ სამხრეთში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია - გენერალი ტარნავსკი

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ გაარღვია რუსების თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთში.
მისივე თქმით, რუსეთმა თავისი დროისა და რესურსების 60% დახარჯა თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე და მხოლოდ 20% მეორე და მესამე ხაზის აგებაზე. ტარნავსკი ამბობს, რომ კრემლი არ ელოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ.
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის, ვასრულებთ მტრის ქვედანაყოფების განადგურებას, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ჯარების გაყვანას თავდაცვის მეორე ხაზის უკან“, - განუცხადა გენერალმა Observer-ს ინტერვიუში.
მისივე თქმით, რუსული ჯარები "უბრალოდ იდგნენ და ელოდნენ უკრაინის ჯარს, ესროდნენ ტექნიკას ჭურვებითა და დრონებით, მაგრამ ახლა ეს ბარიერი გადალახულია და ოკუპანტები იძულებულნი არიან მიმართონ მანევრებს."
ტარნავსკის განცხადებით სამწუხაროდ, დაჭრილების ევაკუაცია გართულდა, რამაც ასევე გაართულა უკრაინის ჯარების წინსვლა.
ტარნავსკიმ განმარტა, რომ თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - მეორე ხაზი არც ისე კარგად არის გამართული, ამიტომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნიკა.
დღის განმავლობაში კი თავდაცვის ძალებმა ტავრიის მიმართულებით  დაჭრეს ან ტყვედ აიყვანეს 289 ოკუპანტი და გაანადგურეს 32 ერთეული მტრის სამხედრო ტექნიკა. კერძოდ, 4 ტანკი, 10 BBM, 7 საარტილერიო სისტემა და ნაღმმტყორცნები, 1 საზენიტო თავდაცვა, 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 1 ერთეული სპეცტექნიკა და საბრძოლო მასალის 5 საცავი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY