22/08/23240 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - იმ პირობებში, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა

იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია, თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი არის ანეკდოტი - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართულია.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში მთავარი ფაქტორი იქნება.
„იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ასი ათასობით ხმას რომ აძლევს საქართველოს მოქალაქე, იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი. ამას არ დაიჯერებს არავინ, ამიტომ ამ უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი რამ არის გადასაწყვეტი. პირველი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას, მეორე საკითხია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ არჩევნების თავისუფლებაზე და გამჭვირვალობაზე. რაც შეეხება მოქალაქეობას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა მართლა უკუნი სიბნელიდან და ჭაობიდან. ეს ჩვენ თაობას ყველაზე კარგად უგრძვნია, უნახავს და შეხებია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტექნიკური სახის მანიპულაციებს მხოლოდ „რუსული პარტია“ მიმართავს და სავარაუდოდ, შესაძლოა გამოიყენონ კიდეც, მათ შორის, პარტიის წინააღმდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY