ბიძინა ივანიშვილს 9-10 კლოუნი ჰყავს - ჩიხლაძე "ხალხის ძალაზე"
ივანიშვილის კლოუნებს უწოდებს "ხალხის ძალის" დეპუტატებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძის თქმით, შუა საუკუნეებში, ყველა ავტორიტარულ მმართველს ჰყავდა კლოუნები თავის კარზე.
ჩიხლაძის თქმით, შუა საუკუნეებში, ყველა ავტორიტარულ მმართველს ჰყავდა კლოუნები თავის კარზე.
"ქართული ოცნებისგან" და ივანიშვილ-ღარიბაშვილისგან არაფერია გამორიცხული, თუმცა, ამ ე.წ-მა "ხალხის ძალამ" ვფიქრობ, რომ უკვე რაღაცა კლოუნის როლი უფრო მოირგეს. შუა საუკუნეებში, ყველა ავტორიტარულ მმართველს ჰყავდა კლოუნები თავის კარზე, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს 9-10 კლოუნი, რომლებსაც სპეციალური როლი შესთავაზა". - ამბობს სერგო ჩიხლაძე."ხალხის ძალის" წარმომადგენლები ოპონენტების დაჭერით იმუქრებიან და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მიუთითებენ.