21/08/23386 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - „ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს - „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა

„ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას და ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის წელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე წინასაარჩევნოდ რეპრესიებს არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პროექტი „ხალხის ძალის“ სახით, ჩავარდა და ახლა მისი წარმომადგენლები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ყურადღების მისაპყრობად.
„დაგუგლონ“ და წაიკითხონ, რატომ წაუყენეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს. „ხალხის ძალაში“ ბიძინა ივანიშვილმა ჩადო საკმაოდ დიდი რესურსი და ის მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ განაყოფად, რომელსაც არჩევნებზე პრორუსული ამომრჩევლის (ძალიან ცოტა) ხმები უნდა წაეღო. ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა, „ხალხის ძალა“ ვერაფერს იზამს არჩევნებზე, ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ივანიშვილის ეს გაკოტრებული პროექტი საბოლოოდ გაპარტახებულია, სწორედ ამიტომ ცდილობენ გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ. რეპრესიებს მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიმეორებ ეს არის ივანიშვილის გაკოტრებული პროექტი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე „ქართული ოცნების“ ინიციატივებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, არათუ „ხალხის ძალა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას, ამიტომაც ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY