რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა
გასული დღის განმავლობაში, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა, გაავრცელა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს.
რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია," - განაცხადა პროკუდინმა.