09/08/23719 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა, ამისათვის, უნდა დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო „კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად დარჩებოდა, რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სააკაშვილის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირდაპირ სთხოვდა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები დაენიშნა.
„ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:
1.აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;
2.ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;
3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;
4.არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;
5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატო-სკენ;
6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;
7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, - წერს სააკაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY