09/08/23379 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, მზად არიან სიყალბე შეთხზან - მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა

როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ - ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული 9 ინფორმაცია დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ყალბია.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა განცხადება გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 15 წლისთავზე საუბრით დაიწყო.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 15 წელი შესრულდა, მინდა მისი სახით პატივი მივაგო ყველა ქართველ გმირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა.
ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში. მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს; განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. როგორც იცით, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილის განახლებული მონაცემებით ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი.
ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა სოფ. გლოლის მოსახლეობას, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის ადგილზე და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს.
სამწუხაროდ სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ.
ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა. ჩვენ ფაქტობრივად გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს.
ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. საგანგებო შტაბს, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უწევდა რესურსების ხარჯვა ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, სპეციფიკური იყო ის გარემოებაც, რომ დეზინფორმაციის მხილებისას, მალევე მოჰყვებოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხილების ავტორებზე თავდასხმა, მათი გაჩუმების მიზნით; პარალელურად კი გრძელდებოდა უკვე მხილებული დეზინფორმაციის ჯიუტად გამეორება და გავრცელება.
მსურს საზოგადოებას შეჯამების სახით ერთიანად წარვუდგინო ის ცხრა ყალბი ნარატივი, რომლის საზოგადოებისთვის თავსმოხვევა ინტენსიურად ხდებოდა და რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაზაფვრას და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენას.
1.თითქოს სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ: სტიქიის მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენიდან იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს შოვში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველი ჰქონდა. რეალობაში, თავად გამოქვეყნებულ ამონარიდშივე ჩანს, რომ საუბარი იყო არა მდინარე ბუბისწყალზე, სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდინარე დღვიორაზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრით ქვემოთ, სოფელ გლოლაში მოედინება და არანაირი კავშირი არ ჰქონია სტიქიასთან. რა თქმა უნდა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და პირადად მეც საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის, რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა.
2.თითქოს ბოლო წლებში მოხდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა: არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვა-ღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე. სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რაიმე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო.
3.თითქოს მძიმე შედეგების მიზეზი კოტეჯების აშენებაზე გაცემული ნებართვებია: სოციალურ ქსელში და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. „სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა“. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში.
4.თითქოს სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრაა: ტელე და სოციალურ მედიაში სხვადასხვა ექსპერტზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ამ სტიქიის მიზეზი ტყის ჭრაა და რომ მეწყერს ჩამოჰყვა მოჭრილი და დამუშავებული მორები. სინამდვილეში, არანაირი ფაქტი მოჭრილი მორების ჩამოტანისა არ დასტურდება და ზოგადად მეწყერის წარმოშობის ტერიტორიაზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და გამოტანა ფიზიკურად შეუძლებელია და არანაირი კავშირი ამ პროცესებთან არ ჰქონია.
5.თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღე წყლის დონე დაკლებული იყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მყინვარზე წყალი გუბდებოდა: არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდინარე ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.
6.ვერტმფრენებთან დაკავშირებული საკითხი: დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას. კერძოდ: 1) ორი ვერტმფრენი სტანდარტულ დროში იქნა მობილიზებული და არასრულ სამ საათში ისინი უკვე სტიქიის ზონაში იყო; 2) ვერტმფრენებს სტიქიის ზონაში დღის საათებში სამუშაოდ ჰქონდათ 3 საათი. შესაბამისად, მაშველებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა ვერტმფრენებით სრულად დაეთვალიერებინათ სტიქიის ეპიცენტრი კურორტ შოვის ტერიტორიაზე - რომლის სიგრძე არის დაახლოებით, 1000 მეტრი, ხოლო სიგანე 270 მეტრი - ამ დათვალიერებით გადარჩენილების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად, მოხდა ვერტმფრენებით დათვალიერება ამ ტერიტორიის სრულად. ამასთან, პირველივე წუთებიდან ვერტმფრენების პარალელურად, ისევე როგორც ღამის საათებში მაშველები იყენებდნენ დრონს, რომელიც აღჭურვილია სითბური სენსორით; 3) სტიქიის დღესვე მოხერხდა ვერტმფრენების დასმა სასტუმრო "სანსეტ შოვის" წინ მდელოზე და პირველივე დღეს მოხდა უშუალოდ სტიქიაში მოყოლილი ყველა პირის (70 ადამიანი) ევაკუაცია; 4)პარალელურად, მაშველებმა მოიძიეს დარჩენილი პირები, ვინც უშუალოდ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, თუმცა იმის გამო რომ სტიქიამ მოშალა გზა და ხიდი, მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროს. ყველა ეს პირი მაშველებმა გადაიყვანეს სტიქიის საფრთხის მიღმა მდებარე ბანაკში, უზრუნველყვეს ყველა საჭიროებით, მთელი ღამე დარჩნენ მათთან და მეორე დღეს ბანაკში მყოფ სხვა პირებთან ერთად ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქალაქ ონში (ჯამში, 140 ადამიანი). გარდა ვერტმფრენებისა, უმოკლეს დროში მობილიზებულ იქნა ასამდე მძიმე და სხვა სახის ტექნიკა, მოეწყო ხიდი, გაიჭრა ჯამში დაახლოებით 2 კმ სიგრძის ორი სრულიად ახალი გზა. ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო 400 მაშველი, 200 ჯარისკაცი და 100-მდე პოლიციელი და რეინჯერი. საზოგადოება თავად ხედავდა თუ რა მასშტაბების სამუშაოები ტარდებოდა.
7.კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია: განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს. კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი;
8.თითქოს დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენდა: 5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი რომელიც შვილს ეძებს, რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება. ფოტოს უკანა ფონზე კი ჩანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან ბჭობენ. ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს, ეს კარგად იცოდა ფოტოს ავტორმაც, თუმცა, როგორც ჩანს სკანდალური ნარატივის კარგად გაყიდვის იმედით ამგვარი სიყალბე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საჯაროდ გამოვეხმაურე „მთის ამბებს“ და ვთხოვე ამ ყალბი ამბის გვერდიდან აღება, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე.
სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე.
9.სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბი ციტატების გავრცელება: განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისმამუკა მდინარაძისვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ არც ერთს ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება, მას შემდეგ მხოლოდ მათ საკუთარ ვებ- გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები.
აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისის სრული მასშტაბით იხილა.
ბრიფინგის ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ მაშველს, ჯარისკაცს, პოლიციელს, რეინჯერს, ექიმს, სპეცტექნიკის ოპერატორს და მოხალისეს, იმ პროფესიონალიზმისთვის და დაუზოგავი ენერგიისთვის, რომელსაც ისინი, მიუხედავად ამგვარი დეზინფორმაციული ტალღისა, იჩენენ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს თავდაუზოგავ შრომას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY