08/08/23429 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ომის თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები თუ არ ვცდები 2013 წლის ჩათვლით, 2012 წელს ნამდვილად ასე აღინიშნებოდა და მერე გაიგეს, რომ თურმე 8 აგვისტო არაა და 7 აგვისტოა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, აგვისტოს ომის აღნიშვნის თარიღი საზოგადოების გასახლეჩად გამოიყენოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინა ხელისუფლების დროსაც 8 აგვისტოს აღინიშნებოდა ეს თარიღი და ახლაც 8 აგვისტოს აღინიშნება.
„რაც შეხება თარიღს, არ მგონია, რომ ეს იყო პირველხარისხოვანი საკითხი. 8 აგვისტოს ამ თარიღს აღნიშნავდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები თუ არ ვცდები 2013 წლის ჩათვლით. 2012 წელს ნამდვილად ასე აღინიშნებოდა. 2009-2010-2011 წლებში და მერე გაიგეს, რომ თურმე 8 აგვისტო არაა და 7 აგვისტოა? აქედან რა ჩანს იცით, ცდილობენ ყველაფერი გამოიყენონ სპეკულაციებისთვის. ეს არის პოლიტტექნოლოგები. ცდილობენ ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ საზოგადოების გასახლეჩად. 7-8 აგვისტოც უნდა იყოს ის საკითხიც, რომელმაც საზოგადოება უნდა გახლიჩოს. ეს არის მარტივი გათვლა. ესეც არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები. თვითონ აღნიშნავდნენ ამ თარიღს 8 აგვისტოს წლების განმავლობაში და იმის გამო, რომ სააკაშვილს უხერხულობა ექმნებოდა, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და არ უნდოდა იგივე დღეს მუხათგვერდში გამოსულიყო, ამის გამო გადაწყვიტა, რომ 7 აგვისტოს უნდა აღნიშნოს ეს თარიღი. 8 აგვისტოს ამ თარიღს აღნიშნავდა 2012 წლის ჩათვლით სააკაშვილის რეჟიმი. რაც შეხება 7 და 8 აგვისტოს, მგონია, რომ სახელმწიფოსთვის ყველა თვალსაზრისით უფრო სასარგებლოც არის 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით. შეგახსენებთ რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა. იქ წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოჰყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია. ამის გათვალისწინებითაც სახელმწიფოსთვისაც უფრო მომგებიანია 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა. შესაბამისად, გაგრძელდა ის ტრადიცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. მაინც 8 აგვისტოს აღინიშნებოდა ეს თარიღი და ახლაც 8 აგვისტოს აღინიშნება“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება 5 წლის მერე გაიგო რა მოხდა სინამდვილეში.
„ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ყველაფერში ეძებენ სპეკულაციებს. უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას და მიზანს, რომ რაღაცნაირად დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას" უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ა.შ.
„მათი მთავარი დანაშაული მაინც იყო ის ღალატი, რომელიც მათ 2008 წელს საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს“,-განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY