08/08/23303 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - 2008 წელს, აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა - საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს

ალბათ, ჩვენ ზედმეტად პატარა ვიყავით და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა - მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.
„სამწუხაროდ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრი პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთის მიმართ. ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი - სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი, ომიდან 2 წლის თავზე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ, ჩვენ ზედმეტად პატარა ვიყავით და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა, ომის გადატანა ევროპის განაპირადან, ევროპის შუაგულში. ახლა ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, ახლა სიტყვები საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა, უკვე იომა. მესმის, რომ შეიძლება სხვებს ომი არ უნდათ, თუმცა, მათი ვალდებულებაა უკრაინას გვერდში დაუდგნენ, რათა მათ ომი არ წააგონ.
ყოველი ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს, თუ საზღვრებთან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ისეთი პოლიტიკა ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას აგრესიას აარიდებს. უკრაინის საკითხი, უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხია, მე ვსაუბრობ საქართველოსა და ზოგად პრინციპზე. არის საკითხები, რომლის არიდებაც შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს, რთულია წინ აღუდგე. მნიშვნელოვანია აქაც მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით. მნიშვნელოვანია, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ვხედავთ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, მაშინ მარტო და პატარა ვიყავით, ამიტომ დავმარცხდით, არანაირი სამხედრო დახმარება არ მიგვიღია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA