01/08/23505 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - საბოტაჟს უცხადებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასრულებთ რუსულ დავალებას, არც ანაკლია გინდათ, არც ლაზიკა, არც ღრმაწყლოვანი პორტი

დღენიადაგ საბოტაჟს უცხადებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასრულებთ რუსულ დავალებას, ამიტომაც არც ანაკლია გინდათ, არც ლაზიკა გინდათ, არც ღრმაწყლოვანი პორტი გინდათ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ანაკლიის პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსეთის ნებართვას ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი რუსეთის საკუთრებაში იქნება.
ირაკლი კობახიძეს მინდა გამოვეხმაურო. გუშინ ჩვენ ხელახლა წარვადგინეთ ის უზარმაზარი კონცეფცია, რომელიც ფაქტობრივად უკვე რეალიზებაში იყო ჩაშვებული, ლაზიკა-ანაკლიის პროექტის სახით. სწორედ თქვენი მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თქვენ გააჩერეთ ეს პროექტი. ეს იყო რუსული დავალება, რომელიც თქვენ პირნათლად შეასრულეთ. ლაზიკა ანაკლიის პროექტი ითვალისწინებდა ღრმაწყლოვან პორტს, საწარმოო ცენტრებს, ლოჯისტიკურ ცენტრს, ტურისტულ ზონა, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ჰაბს. 300 000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი იქნებოდა ახლა საქართველოში, შექმნილი რომ არა თქვენი მავნებლური, რუსული დავალებით შესრულებული ქმედებები.
ეს ჩინეთიც, ყველაფერი ბლეფი მგონია აბსოლუტურად იმიტომ, რომ დავალება გაქვთ მიღებული რუსეთის მხრიდან, რომ რუსეთის ალტერნატიული მარშრუტი არ უნდა შეიქმნას. უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთ მოექცა სანქციებში და მთელი ეს ტვირთნაკადი შეიძლება წამოვიღოთ საქართველოსკენ, 38 ტრილიონის ეკონომიკები დავაკავშიროთ ერთმანეთს. რას აკეთებთ თქვენ? დღენიადაგ საბოტაჟს უცხადებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასრულებთ რუსულ დავალებას, ამიტომაც არც ანაკლია გინდათ, არც ლაზიკა გინდათ, არც ღრმაწყლოვანი პორტი გინდათ. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოსკოვში თქვენმა ბოსებმა დაუშვან ამის მშენებლობა, თუ ეს რუსებს ეკუთვნით, ეს კი არაფერი არ მოხდება საქართველოში.
ჩვენ ანაკლიასაც ავაშენებთ, ლაზიკასაც ავაშენებთ, სამუშაო ადგილებსაც შევქმნით, აბრეშუმის გზასაც გავმართავთ, ოღონდ ამ ყველაფერს გავაკეთებთ უთქვენოდ. აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენ როცა არ იქნებით, რუსული დავალებების შემსრულებლები, ეს ყველაფერი მოხდება გაცილებით სწრაფად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.