01/08/23550 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სანდრო რაქვიაშვილი - არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - მთავრობის საქმე არაა პორტის მშენებლობა, თორემ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ, ამერიკელები თუ არგენტინელები

არც ჩინური და არც რუსული ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - მთავრობის საქმე არაა პორტის მშენებლობა, თორემ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ, ამერიკელები თუ არგენტინელები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ინვესტიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური.
"ჩვენ არასწორად ვიქცევით იმ ნაწილში, რომ მთავრობა აშენებს პორტს, მთავრობის საქმე არ არის პორტის მშენებლობა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ჩინელები ააშენებენ პორტს, ამერიკელები თუ არგენტინელები. მაგრამ იმიტომ, რომ მთავრობა აშენებს და ფულს შოულობს სხვადასხვანაირად თუნდაც ჩინეთში, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პრობლემად იქცევა. თავისთავად ინვესტიციები პრობლემა არაა, საიდანაც გინდა, იქიდან შემოვიდეს, მაგრამ პრობლემაა ჩვენი არასწორი მოწყობა შიგნით, იმდენად რამდენადაც მთავრობა არასწორად იქცევა, ნებისმიერი, იგივე ამერიკული ინვესტიციაც შეიძლება პრობლემური გახდეს. ამიტომ აქ უფრო კომპლექსური საკითხია, თავისთავად ჩინური ინვესტიცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც რუსული ინვესტიციები წარმოადგენს პრობლემას, არც თურქული და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამაშია პრობლემა, მთავრობა რომ ეკონომიკაში ერევა, მერე ეს ეკონომიკა კი არ ხდება, ეს ხდება პოლიტიკა. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უკეთესია ამერიკელებთან იმეგობრო და არა ჩინელებთან, ეგ ცხადია, მაგრამ პორტს რატომ აშენებს მთავრობა, ეს არის პრობლემა, ამიტომ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამ მთავრობის ხელში, გინდ ამერიკული იყოს გინდ ჩინური, ყველა შეიძლება პრობლემური გახდეს. სულ გვგონია, რომ ფულის წარმომავლობაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ჩვენი შიდა მოწყობაა,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობას, რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკურად ჩინეთთან დაახლოება არ უნდა დავუშვათ და სიფრთხილეა აუცილებელი.
"ნებისმიერ ქვეყანასთან რაც უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება მით უკეთესი, ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი არის ყველაზე აგრესიული და ტირანული ქვეყანა მსოფლიოში, რუსეთზე უარესი ქვეყანაა ბევრად, უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობელი არ არის და ამ კუთხით, პოლიტიკურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს და დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ მასთან ურთიერთობის დალაგებას. ისე ზოგადად, თუ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები იმით დამთავრდება, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურად დავახლოვდეთ, რომ ის რაც ჩინეთს განასახიერებს პოლიტიკურად, ჩვენზე გადმოვიდეს,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ