01/08/23419 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე?

არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ამით ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.
„საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციონერები და „ჩინეთის ახლად გამოჩეკილი ექსპერტები“ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, ისინი პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის როლის შემსრულებელი ქვეყნისთვის, ჩინეთთან პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, რადგან ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.
„ჩინეთთან პარტნიორობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა. რაც შეეხება ურთიერთობის გაღრმავებას, ეს როგორც პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის, ასევე მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი იყო. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი მიზანი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. როდესაც საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირებისას, სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს.
სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსი თუ ახლად გამოჩეკილი ჩინეთის ექსპერტი, რომლებიც აქამდე ჩინეთზე ერთ სტატიასაც არ კითხულობდა, ახალა ამ შეთანხმებაზე საუბრობს. თუ ეს ხალხი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ვერ ხვდება, პოლიტიკაში გამოსაჩენები არ არიან. იქიდან გამომდინარე, რომ არც ცოდნა და არც კომპეტენცია არ ჰყოფნით, თითოეულ წინადადებას ეჭიდებიან.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიიღეს საქართველოს მთავრობა ჩინეთში. სხვათა შორის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს. ამ კუთხით, ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, რადგან ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY