01/08/23431 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაუგებარი განცხადება იყო, ქართველი ხალხის სახელით საუბარი ელჩის საქმე არაა - კობახიძე დეგნანზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართვცელიო ხახლის სახელით საუბარი ელჩის საქმე არ არის.
კობახიძის თქმით, ელჩის განცხადება გაუგებარია რადგან, ის, რაც დეგნანმა რუსების შემოსვლაზე თქვა, "ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს".
"ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე... და ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია", - თქვა კობახიძემ.
რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. ბათუმის პორტში აქცია, გვიან ღამით დაიწყო, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციაზე 23 მოქალაქე დააკავა.
 საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.