სამარაში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
რუსეთის ქალაქ სამარაში, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Українська правда რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრე ხინშტეინზე დაყრდნობით ავრცელებს. ხინშტეინის თქმით, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.