28/07/23721 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

მოსკოვმა აფხაზეთში 200 000-მდე რუსის ჩასასახლებლად და მათთვის აპარტამენტების მშენებლობის მისაღწევად "ურჩი" აფხაზებისთვის დაფინანსების შეწყვეტით შანტაჟს მიჰყო ხელი

მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის 200 000-მდე მოქალაქის ჩასახლებისა და მათთვის განკუთვნილი აპარტამენტების მშენებლობის სადავო პროექტის რეალიზების მისაღწევად "ურჩი" აფხაზებისთვის დაფინანსების შეწყვეტით შანტაჟს მიჰყო ხელი.
კრემლის შესაბამისი გზავნილი დღეს მოსკოვის ზეწოლას დაქვემდებარებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააჟღერა და მოტივად ის "მძიმე, ძვირადღირებული ომი" დაასახელა, რომელშიც რუსეთია ჩართული.
ბჟანიას თქმით, "თუ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაშინ საკუთარი ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გააჩნდეს".
"ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ძალოვან და სხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებს წლებია, რუსეთი გვიფინანსებს. მაგრამ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ძალიან მძიმე ომშია ჩაბმული - ომში, რომლის თითოეული დღე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი უჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით დაღუპულსა და დაჭრილზე. დავუშვათ, რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას... რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, საკუთარი ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს! და ამ კუთხით ჩვენი განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია. ამიტომაც 30-ჯერ და 40-ჯერ მეტი სასტუმრო თუ აპარტ-ოტელი უნდა აშენდეს, ამისთვის კი აუცილებლადაა მისაღები კანონი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისთვის აპარტამენტების აშენების შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: აფხაზეთში 200 000-მდე რუსის ჩასახლება და მათთვის მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმება ერთ-ერთია კრემლის მიერ სოხუმის ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს შორის, რომელთაც "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციის" მოსკოვიდან გამოგზავნილი 45-პუნქტიანი გეგმა მოიცავს.
ამ გეგმის პუნქტებს შორის იყო სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის 49 წლით გადაცემაც, რომელსაც რუსეთმა, აფხაზური ოპოზიციის, საზოგადოებრიობისა და საექსპერტო წრეების წინააღმდეგობის მიუხედავად, 26 ივლისს მაინც მიაღწია.
საგულისხმოა, რომ თბილისიდან ამას პროტესტით მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. საქართველოს ხელისუფლების ყველა სხვა წარმომადგენელმა სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტი უბრალოდ არ შეიმჩნია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY