25/07/23332 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა - პარტია, რომელიც იტყვის, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გადის, უპასუხისმგებლოა

როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, მაგრამ ერთი, მთავარი ბლოკი, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას გააერთიანებს, შეიძლება გახდეს გამარჯვების საწინდარი - მარტო მოთამაშე პარტიები შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რომ ისინი საკუთარ ჭიას ახარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა და პარტია, რომელიც არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გადაწყვეტს, უპასუხისმგებლოა.
„5%-იანი ბარიერის დროს, პარტია, რომელიც იტყვის, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გადის, უპასუხისმგებლოა - პარლამენტის გარეთაც დარჩება და ოპოზიციის ხმებიც დაიკარგება. ილუზიებს ნურავინ მიეცემა - დღეს მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, რომ ბარიერი დამოუკიდებლად გადალახოს, დანარჩენი პარტიები მსხვილ ბლოკებში უნდა გაერთიანდნენ. ერთ ბლოკს უკვე ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. საჭიროა მეორე, მთავარი ბლოკი შეიქმნას, სადაც ძირითადი პარტიები მოიყრიან თავს და მთელი ოპოზიციური ენერგია წავა ამ მიმართულებით. შესაძლებელია, სხვაც გაჩნდეს - 2-3 ოპოზიციური ბლოკი, მაგრამ ფაქტია, რომ ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა. არჩევნებში მონაწილეობის ფორმალურად მიღება ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ნიშნავს იმას, რომ დააზიანო ოპოზიცია და სხვის წისქვილზე დაასხა წყალი. ყველა უნდა გაერთიანდეს. როგორ სახეს მიიღებს, ამას დრო გვაჩვენებს, ჯერ დიდი დროა და ფაციფუცში რაღაც კამპანიების წამოწყება მაინცდამაინც საჭირო არაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, კითხვაზე, თავად ვისთან გაერთიანებას აპირებს, გოცირიძე ამბობს, რომ მომავალში, საპარლამენტო ოპოზიციასა და საზოგადოებაზე სერიოზული გავლენის მქონე, არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის გაერთიანება წარმოუდგენია.
„ალბათ, მომავალი გაერთიანება წარმომიდგენია ასე - საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე პარტიები, რომელთაც აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ პარლამენტში არ არიან. დიდი კოალიცია უნდა შეიკრას ამ მიმართულებით და რაც უფრო მეტ პარტია გაერთიანდება, მით მეტი იქნება სინერგია. გახარია ცალკე აპირებს გასვლას. როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, მაგრამ ერთი, მთავარი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, შეიძლება გახდეს გამარჯვების საწინდარი“, - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.