28/05/20985 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ

გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლისას გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, რომელიც არაკომპეტენტურად იმართება.
"გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ეს ნათლად გამოიკვეთა. მთავარი თემა იყო, რატომ არ რიგდება 1000-1000 ლარი ყველა ადამიანზე. პასუხი კი არის ის, რომ მომავალი კვირიდან უკვე 400 000 - მდე იდენტიფიცირებული ადამიანის დაფინანსება დაიწყება ინტენსიურად. ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და გაქრა მითები, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით გუნდი დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება და ა.შ. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით ხვალ პარლამენტში დაბარებას, ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არსებული რეალური სურათის შეცვლას შეეცდება.
"პრემიერმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. ოპოზიცია რომ კმაყოფილი ვერ იქნება, ეს ფაქტია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მათმა სტრატეგიამ ექიმებისადმი, რომელთაც გუშინ ლანძღავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ, არ გაამართლა და გადაწყვიტეს, რომ ახლა საჭიროა მათი ქება. ეკლესიაზეც იყო ძალიან მძლავრი შეტევა და აქაც თავიანთი გეგმები მნიშვნელოვნად აერიათ. რაც მთავარია, ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ. სწორედ ამ სურათის შეცვლას ეცდებიან ინტერპელაციის წესით პრემიერთან საუბრის პერიოდში,"- აღნიშნა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • პირველამდე - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • შენი შუადღე - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA