28/05/201 157 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

სერგი კაპანაძე - რუსეთისთვის ამერიკული ლაბორატორია მტრულ საქართველოში არის ყველაზე კარგი განტევების ვაცი

მორიგი დეზინფორმაცია და იერიში ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიის წინააღმდეგ - ასე აფასებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლავროვის უწყების განცხადებას. მათი განცხადებით, კრემლის რიტორიკა ამ კონტექსტში უცვლელია, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ მისი პოზიცია იყოს მტკიცე და პრინციპული.
"ახლა, როგორც ჩანს ახალი ეტაპი აქვთ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით გაექცათ ვირუსის კონტროლი და ვიღაცას უნდა დააბრალონ, რა თქმა უნდა ამერიკული ლაბორატორია მტრულ საქართველოში არის ყველაზე კარგი განტევების ვაცი. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის რიტორიკას დაუპირისპირდეს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ისეთი ძალები არ წაახალისოს, რომლებიც პირდაპირ ფლაგმანად იღებენ ხოლმე ანტილუგარულ ან სხვა ანტიდასავლურ პროპაგანდას და შემდეგ ამას აფრიალებენ და მათი ხელშეწყობა ხდება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განიხილოს. მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს ლუგარის ლაბორატორიას საშიში იარლიყი მიაწებოს.
"საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება განიხილოს რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში. ეს არის სწორი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც და ეს არის პრინციპული საკითხი. ანუ ორმხრივი რაიმე ვიზიტის რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელება და ინსპექტირება - ამას არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო სამართალი . ეს არის პირდაპირ გაძლიერება რუსული პროპაგანდის, რომელიც დღეს ცდილობს, ლუგარის ლაბორატორიას მიაწებოს რაღაც საშიში იარლიყი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 12-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      12 საათზე, 7 თებ
    • კურიერი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მოამბე 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მთავარი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დილის საუბრები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • პოლიტიკის ფორმულა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • საჯარო პოლიტიკა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • სპექტრი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის ამბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • კომენტარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის მბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • შენი შუადღე - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • ნოესთან - 5 თებერვალი, 2023. მამუკა ჩარკვიანი
      5 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA