18/07/23321 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი პესკოვი - მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის გარეშე გაგრძელება რისკებს გამოიწვევს

მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს, ვინაიდან მარცვლეულის დერეფანი ომის ზონის მიმდებარედ არის და მას თავად კიევი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხს „კომენტარი სჭირდება“ რუსი სამხედროების მხრიდან, რადგან საუბარია საომარი მოქმედებების ტერიტორიის უშუალო მიმდებარე ზონაზე.
„უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების გარეშე, იქ გარკვეული რისკები წარმოიქმნება. ამიტომ, თუ რაიმე გაფორმდება რუსეთის გარეშე, მაშინ ეს რისკები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ვერ ვიტყვით, რამდენად და რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკებისთვის. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, აშკარა ფაქტია, რომ ამ ზონას კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, გაეგრძელებინათ მარცვლეულის შეთანხმება ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey