14/07/23509 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უნდა მოვუწოდოთ EU-ს ქვეყნების პარლამენტებსაც, მიიღონ ანალოგიური რეზოლუციები, ამით შეიქმნება საერთაშორისო კოალიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად - არახამია

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებამდე, კოლეგებს რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ მიმართა და დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა უკრაინელ დეპუტატებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის მოქალაქე და უკრაინაში თანამდებობის პირია,საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და აუცილებელია, სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს: 
"ჩვენ ყველამ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა სასამართლო პროცესზე. ალბათ რთული არ იქნება იმის თქმა, რომ ჩვენი მოქალაქე გამოიყურება ისე, თითქოს ის ოსვენციმის ან ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფება.  ის გამოიყურება ისე თითქოს მის მოკვდინებას ცდილობენ. ის არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი.  ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პოლიტიკური შურისძიების საგანია.  ჩვენ ყველამ ვიცით, რა კავშირები აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას აგრესორ ქვეყანასთან. ვიცით  აღდგენილი პირდაპირი ფრენების შესახებ, ვიცით რამდენმა რუსმა გახსნა საბანკო ანგარიშები საქართველოში. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს დახმარებით რუსეთი თავს არიდებს სანქციებს. ქართველები ჩვენი ძმები არიან, იცით რომ მეც ქართველი ვარ წარმოშობით და ქართველი ერი დგას უკრაინის გვერდით , რასაც ვერ ვიტყვი საქართველოს მთავრობაზე. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს მიმართვა იმისთვის, რომ მივმართოთ ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც სხვათა შორის დღეს ჩვენს პარლამენტში იმყოფებოდა როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი. დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის რომ მოვუწოდოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა პარლამენტებსაც, რომ მათაც მიიღონ ანალოგიური რეზოლუციები, რომლებიც მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამით ფაქტობრივად შეიქმნება საერთაშორისო კოალიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. " თქვა არახამიამ კოლეგებისთვის მიმართვისას.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. 
გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,