14/07/23367 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწყებთ ხალხთან შეხვედრებზე ერთობლივად გასვლას - მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა!

თუ არაფერი ხდება, კისერს ვიტეხთ და სუსტები ვართ, ხომ შეიძლება ყოველდღე დღის წესრიგის მთავარი საკითხი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია არ იყოს?! - ასე არ არის სინამდვილეში, ძალიან ეშინიათ ერთობის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის განსხვავება არ არსებობს და ორივე კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ დგება მათი აღსასრული.
„მარტივი ტესტია - თუ სისუსტეა და არაფერი ხდება, რაც გაიგეს, რომ ეს გადაწყვეტილია და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მას შემდეგ ამის გაშავების წინააღმდეგ დაწყებულია ტოტალური პროპაგანდა. დაწყებულია პროპაგანდა, რომ გააშავონ ვაშაძე, ხაბეიშვილი, გააშავონ სხვა ლიდერები. მიზანმიმართული კამპანია აქვთ დაგეგმილი. თუ არაფერი ხდება, კისერს ვიტეხთ და სუსტები ვართ, ხომ შეიძლება ყოველდღე დღის წესრიგის მთავარი საკითხი „სტრატეგიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია არ იყოს?! არ იყოს გიორგი ვაშაძის პრემიერობის საკითხი?! ასე არ არის სინამდვილეში, ძალიან ეშინიათ ლევან ხაბეიშვილისაც, ქვებს ესვრიან, როცა ხალხთან მიდის, პენსიების თემაზე სასაუბროდ. ძალიან ეშინიათ ერთობის. ეს არ არის მხოლოდ პარტიების ერთობა, ჩვენ არ ვაპირებთ პარტიების ერთობას მხოლოდ, ჩვენ ვამბობთ,რომ პარტიების მიღმაც უამრავი ახალი თაობის პროფესიონალი, ენერგიული ადამიანები არიან და ამ ადამიანებისთვისაც ვაჩენთ ასპარეზსა და შესაძლებლობას, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ეს არის მათი აღსასრული. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ერთობას, დიდი არჩევანი პარტიების მხრივ არც არსებობს. პარტიების მიღმა არსებობს უამრავი პროფესიონალი, კარგი ადამიანი, ამ ადამიანებს არ უნდათ რომელიმე პარტიის კუთვნილება იყვნენ, მათ უნდათ საქართველოს გამარჯვებაში მიიღონ მონაწილეობა. სწორედ საქართველოს ამ გამარჯვების პლატფორმას ვქმნით ერთად, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ამის ეშინიათ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრების დაწყების შესახებ გამოცხადება.
გიორგი ვაშაძეს უცხოეთში აქვს შეხვედრები, „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მართავს შეხვედრებს. ორშაბათს ყველა იქნება თბილისში, დასკვნით შეხვედრებს გავმართავთ და უახლოეს დღეებში გაფორმდება ეს იდეა. პირველი ფაზის შესახებ გამოცხადდება, რომ ვიწყებთ და გავდივართ ხალხთან ერთობლივად. მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა. სწორედ იმიტომ გავდივართ, რომ სხვებისთვის ნასროლი ქვა და კვერცხი მივიღოთ საკუთარ თავზე და ხალხს ვუთხრათ სიმართლე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA