12/07/23530 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - გავრისკეთ და უკრაინას ყველა პლატფორმაზე, მათ შორიs რუსეთის ჰააგაში გასამართლებას მხარი დავუჭირეთ, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულში ვართ - დამნაშავე სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც კიევი დაბომბვის დროსაც

როდესაც ჩემი მეგობარი ხარ, ძალიან დიდ ბიჭებთან ჩხუბობ და მათთან შედარებით, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ვარ, ისეთი ძალა არა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ აუცილებლად გადარჩები, შენ შეიძლება გაიმარჯვო კიდეც, მოერიო, მხარს კიდევ უფრო დიდი ბიჭები გიმაგრებენ, მაგრამ მე თუ ამ ჩხუბში შემოგყევი და ცენტრში აღმოვჩნდი, აუცილებლად მომკლავენ, გადარჩენის შანსი არა მაქვს, მაშინ მე გეტყვი: - თუ ძმა ხარ, ნუ გამწირავ და რაც შემეძლება გვერდით დაგიდგები, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინაზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველომ გარისკა და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ომისთვის რუსეთის ჰააგაში გასამართლებაზე, უკრაინას მხარი დაუჭირა.
„აქ ჩვენმა კოლეგამ გვითხრა: - ყოველთვის, როცა ქართულ ტრადიციებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ მეგობარს ჩხუბში დახმარება სჭირდებაო - ბიჭურ ამბებზე გადავიდა...
რაღაც პროპორცია რომ ავიღოთ - ოთხ კაცს რომ ეპატიჟებიან ომში, სადაც ერთმანეთში 42 და 144 იბრძვის და მხარს ათასზე მეტი უჭერს, ამ პროპორციით ოთხ კაცს რომ ეპატიჟები: - მოდი და მოკვდი აქო, თუ ეს გარანტირებულ სიკვდილს და განადგურებას იწვევს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მორალურად, ფიზიკურად მხარს დაგიჭერ, მაგრამ ცენტრში ბრძოლაში არ შემოვდივარ იმიტომ, რომ ეს ოთხი ადამიანი - ჩემი 4 მილიონიანი მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადავარჩინო.
გავრისკეთ და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ამ ომისთვის რუსეთი ჰააგაში რომ უნდა გასამართლდეს, მხარი დავუჭირეთ. საქართველო 400-ზე მეტ დოკუმენტს შეუერთდა, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულშია.
დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია კიევი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY