12/07/23419 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - როგორც გუშინ არ იცოდა არავინ როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც - რეალურად, სტატუს-კვო არ შეცვლილა

მაკფოლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ და ასეთი რამ განაცხადა: უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - როგორ და როდის. ეს დამოკიდებულება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება ასეთია, დარჩა სტატუს-კვო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 11 ივლისს, ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე საუბრისას განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, რეალურად, სტატუს-კვო არ შეცვლილა.
„როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში არსებითად რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა ამის მიღმა არავითარი კონკრეტიკა არ იყო, რაც გასაგებიცაა. ამ დოკუმენტში დამოკიდებულება პირდაპირ აისახა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ნატო-ს სურვილი არ არის და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, სტატუს-კვო არის შენარჩუნებული“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც იყო ბუქარესტის სამიტზე, ფაქტობრივად, იგივე სტატუს-კვოა შენარჩუნებული და იგივე ეხება უკრაინასაც.
„სტატუს-კვო შენარჩუნდა საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. შესაბამისად, წინსვლაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი, არ აქვს არავითარი წინსვლა. საინტერესო იყო, მაკფოლმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ რადიოს მისცა ინტერვიუ და ასეთი რამ განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - როგორ და როდის. ეს არის დამოკიდებულება - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ რეალურად დამოკიდებულება არის ასეთი, დარჩა სტატუს-კვო და სტატუს-კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის სამი პირობა დაუყენეს. პირველი პირობა არის ომის მოგება, მეორე პირობაა, რომ უნდა შესრულდეს რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მესამე პირობა - უნდა იყოს სრული კონსენსუსი ნატო-ს წევრებს შორის.
კობახიძის განმარტებით, ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება.
„ანუ სამი ძალიან მკაცრი პირობა დაუყენეს უკრაინას-ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კომუნიკეში წერია, რომ ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, შესაბამისად, არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა.
„წარმოიდგინეთ, უკრაინა გახვეულია ამხელა ომში და მაინც სტატუს-კვო დარჩა, ასეთ პირობებში რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, პროგრესი რომ გვქონოდა. მთავარი პრობლემა რა არის, როდის და როგორ - ამაზე პასუხი არ არსებობდა. როგორც არ არსებობდა გუშინდელ დღემდე, ასევე არ არსებობს გუშინდელს შემდეგაც. ანუ როდის და როგორ არავინ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის მიუხედავად არავითარი პროგრესი [არ არის]. ასეთ პირობებში, საქართველოს, რა პროგრესისთვის უნდა მიღწია, თავადაც ხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად არარეალური იყო “, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York