10/07/23233 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინამ NATO-ში შესვლა შეძლოს - ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ისეთი რაციონალური გზა, რომ უკრაინამ ალიანსში შესვლა შეძლოს.
ამის შესახებ ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, NATO-ში გაწევრიანების პროცესი გრძელია და აშშ მზადაა ამ პროცესში უკრაინას დაეხმაროს.
"არ მგონია, რომ NATO-ში ერთსულოვნებაა უკრაინის NATO-ს ოჯახში შეყვანასთან დაკავშირებით ახლა, ამ მომენტში, ომის მიმდინარეობისას. თუ ამას ვიზამთ, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვართ. ამიტომ ვფიქრობ, უნდა განვსაზღვროთ რაციონალური გზა, რომ უკრაინას ჰქონდეს კვალიფიკაცია, რომ მან შეძლოს NATO-ში შესვლა.
NATO-ში გაწევრიანება არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება, რათა ყველა პირობა დააკმაყოფილო. მე ვესაუბრე ამაზე ზელენსკის და ერთ-ერთი, რასაც მე ხაზი გავუსვი, ამ პროცესში შეერთებული შტატები მზადაა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, როგორსაც ჩვენ უზრუნველყოფთ ისრაელისთვის, მათ შორის საჭირო იარაღის მიწოდებას და უზრუნველყოფას, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება", - თქვა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში გამოცემა POLITCO წერდა, რომ ბაიდენი თანახმაა, მხარი დაუჭიროს გეგმას, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას გააადვილებს. გამოცემის თანახმად, იდეა ჯო ბაიდენთან ალიანსის გენერეალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წარადგინა.
ასევე შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY