რუსული მედია - ბრიანსკის ოლქში უკრაინული რაკეტები ჩამოაგდეს
რუსეთის ბრიანსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი რაკეტა ჩამოაგდო. ერთ-ერთი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად სოფელ ბიტოშში სახერხი საამქრო მთლიანად განადგურდა“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.
მისი თქმით, რაკეტის ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.